Thursday, August 11, 2011

ონის რაიონის ისტორიული ძეგლები.


2.      პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:

საკუთარი კუთხის ისტორიული ძეგლებისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა, მათთვის შემეცნებითი უნარის განვითარება.
3.     
პროექტის აქტუალობა:
ონის რაიონში უამრავი ისტორიული ძეგლია, რომელთა შესახებ მოსწავლეების უმეტესობისათვის არაფერია ცნობილი ან ნაკლებად ცნობილია. ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები ისწავლიან ისტორიულ წყაროებთან მუშაობას, განუვითარდებათ კომუნიკაციის უნარი, ისწავლიან ინტერნეტში მუშაობას, ასევე განივითარებენ უცხოური ლექსიკონების გამოყენების უნარსა და გაიმდიდრებენ საკუთარ ლექსიკას.
4.      
პროექტის მიზნები:
ონის ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციის ინტერნეტ საიტებზე დადება,
რათა ხალხმა შეიტყოს ამ უნიკალური ძეგლების შესახებ, რაც იმედია გამოიწვევს
მათ დაინტერესებას, რომ ადგილზე იხილონ ძეგლები. ეს ხელს შეუწყობს ამ რეგიონში
ტურიზმის განვითარებას.
5.    
  მონაწილეთა ასაკი: 13-15 წელი.
6.   
   ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
7.      
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეთა უნარ-ჩვევების მრავალმხრივი განვითარება, მშობლიური კუთხის უკეთ გაცნობა და ამავდროულად ტურისტების მოზიდვა.
8.     
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ტრანსპორტი, კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ისტორიული წყაროები, ხალხის რესურსი, ბლოკნოტები და კალმები.
9.    
  პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეთაგან საპროექტო ჯგუფების ჩამოყალიბება, მოვალეობათა გადანაწილება, ისტორიული წყაროების მოძიება, ყველა ძეგლის ადგილზე დაფიქსირება და ინფორმაციის შეგროვება ადგილობრივი უხუცესების გამოკითხვის გზით, პროექტის შექმნა და მისი პრეზენტაცია.
10.  
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ინფორმატიკა, უცხო ენები.
11.   
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ქეთევან ყურაშვილი.
12.  
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: Qeti.yurashvili@gmail.com

13პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: Qetikur.blogspot.com

Wednesday, August 10, 2011

ონის ხედები


ულამაზესია რაჭა წელიწადის ყოველ დროს.